ოპოზიციის ალტერნატიული დღის წესრიგი და პარლამენტში დაწყებული სამუშაო შეხვდრები
ოპოზიციის ალტერნატიული დღის წესრიგი და პარლამენტში დაწყებული სამუშაო შეხვდრები. საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული ჯგუფების ფორმატში გამართულ შეხევდრებს დღეს ნაციონალური მოძრაობის არც ერთი დეპუტატი არ დაესწრო. პარტია მხოლოდ იურისტით იყო წარმოდგენილი. რატომ ? ამ კითხვის საპასუხოდ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ განმარტა , რომ ნაცმოძრაობა რეგლამენტის შესაბამისად საკითხების განხილვას მხოლოდ კომიტეტებსა და სესიაზე ცნობს. რაც შეეხება ალტერანტიულ პროცესს , რომლის ავტორებიც ლელო, სტრატეგია აღმაშენებლი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან, აკრიტიკებენ პარლამენტში და აცხადებენ, რომ პროცესი ევროპული რეკომენდაციების შესრულებას არ ემსახურება.
