ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები მორიგ ღია წერილს ავრცელებენ
ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები მორიგ ღია წერილს ავრცელებენ - ადერსატი ისევ ამერიკის ელჩია. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანის პასუხს ელოდებიან იმ კითხვებზე, რომლებიც დაახლოებით ორი კვირის წინ საჯაროდ დასვეს. მათ შორის კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო შეხვედრის შესახებ. პასუხგაუცემელი კითხვებიდან გამომდინარე, კანონმდებლები დასკვნასაც აკეთებენ და თხოვნით მიმართავენ ბიძინა ივანიშვილს, პირადად მან ისაუბროს, შეხვდა თუ არა ამერიკის ელჩს, თუკი შეხვდა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი განხილეს.
