ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო ჯგუფების საქმიანობას არ შეურთდა
ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო ჯგუფების საქმიანობას არ შეურთდა. ნაციონალური მოძრაობის, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლებმა პარალელურად დაიწყეს მუშაობა. ოპოზიციის ეს ნაწილი დილიდან პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. ჯგუფი საარჩევნო საკითხებზე მუშაობს. ისინი დამოუკიდებლად გეგმავენ საკანონმდებლო პაკეტების მომზადებას, რომელთაც საშემოდგომო სესიაზე წარადგენენ.
