სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ამერიკს ელჩის პასუხს ელოდებიან
სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ამერიკს ელჩის პასუხს ელოდებიან. მმართველი პარტიის რიგებიდან წასული დეპუტატები ღია წერილს ავრცელებენ, დეპუტატები კელი დეგნანის მისამართით დასმულ კითხვებზე კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას და მისგან მკაფიო პასუხებს ელოდებიან. ვრცელი წერილის ერთ-ერთი ადრესატია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც თხოვნით მიმართავენ, პირადად მან ისაუბროს, შეხვდა თუ არა ამერიკის ელჩს, თუკი შეხვდა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი განხილეს.
