სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ევროპის ზაფხულის მეთექვსმეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა
სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ევროპის ზაფხულის მეთექვსმეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიაზე ჩვენს ქვეყანას ძიუდოისტ ალექსანდრე ლოლაძისა და მოცურავე ლიზი გრიგალაშვილის სახით ორი მედროშე ჰყავდა. ტურნირში, საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით, სპორტის 7 სახეობაში 28 სპორტსმენი გამოვა.
