საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. 26 ივლისიდან 4 აგვისტომდე მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით, გუნდი შეკრებას სლოვენიაში გაივლის, რის შემდეგაც უნგრეთში გაემგზავრება და ამ ქვეყნის ნაკრებთან ორ სპარინგ მატჩს გამართავს. 11-13 აგვისტოს ორი ამხანაგური შეხვედრა ისრაელის ნაკრებთან უკვე თბილისში გაიმართება. ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრები საბერძნეთში აკროპოლისის თასზე გამოვა. 24 - ხ და 27 -ს აგვისტოს ქართველი კალათბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავენ. 1 სექტემბრიდან კი ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.
