ფესტივალ Art-გენი 2022-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურა
ფესტივალ Art-გენი 2022-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურა. დასკვნით კონცერტამდე მაყურებელმა ასევე მოუსმენა „ბერიკაცებს“, ლელა თათარაიძეს და ტრიო „კესანეს“. Art-გენის სცენამ გუშინვე უმასპინძლა თუშეთის და კახეთის რეგიონულ ანსამბლებსაც. რაც შეეხება ფესტივალის რეგიონულ ტურნეს, ის 30 ივლისს დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება, სადაც „ჩვენებურების“ და „გორდელას“ კონცერტები გაიმართება. ასევე მოეწყობა „ჰოროლის“ ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა.
