შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი საქართველოში დღეს გაიხსნება
შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი საქართველოში დღეს გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი კრიტიკოსები, ლიტერატურათ მცოდნეები, კულტუროლოგები, მთარგმნელები და მწერლები ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პოეტ დათო მაღრაძეს შეხვდნენ. კონგრესი, რომელიც დღეს იხსნება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ტარდება.