განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, აბასთუმანში 120 მოსწავლისთვის გათვალისწინებული, ახალი საჯარო სკოლა შენდება
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, აბასთუმანში 120 მოსწავლისთვის გათვალისწინებული, ახალი საჯარო სკოლა შენდება. თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის . სასწავლო დაწესებულების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2023 წლის ნოემბერში დასრულდება.
