ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე დღეიდან პარალელურ პროცესს იწყებს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატის შექმნას გეგმავს
ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე დღეიდან პარალელურ პროცესს იწყებს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატის შექმნას გეგმავს. იმ ფონზე, როცა რეკომენდაციებიდან პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას შეეხება, ნაცმოძრაობა, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტის მიერ შექმნილ ჯგუფთან მუშაობაზე უარს ამბობენ. მმართველი გუნდის ოპონენტები საშემოდგომო სესიისთვის საკანონმდებლო პაკეტების წარმოდგენასაც გეგმავენ. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის სტრატეგია ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
