თბილისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
თბილისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. აბდულა შაჰიდი უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური ასმბლეის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერს, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. განსახილველი საკითხები იქნება: საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლის იუბილე, კოვიდ-19-ის კრიზისის შემდგომი აღდგენა, მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელება, მდგრადი ტურიზმი, ახალგაზრდობისა და ქალთა საკითხები.
