„ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცე N12“
მულტი ფუნქციური „ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცე ნომერ 12“-ის კონცეფციაზე მუშაობა სრულდება. კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო უპრეცედენტო ინიციატივის განსახორციელებლად საჭირო კონცეფციის დეტალებს. გეგმის მიხედვით, 2023-24 წლებში, ორთაჭალის ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების შენობასა და ტერიტორიაზე, ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცეები ეტაპობრივად გაიხსნება. მოეწყობა ღია თეატრი, სარეპეტიციო, საგამოფენო სივრცეები, ასევე, სახელოსნოები და პავილიონები. ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცით სარგებლობის და სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტისა თუ ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობა ნებისმიერ ხელოვანს ექნება.
