მსოფლიოს წამყვანი ლიტერატორები პოეტ დათო მაღრაძეს შეხვდნენ
შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი წელს საქართველოში იმართება. ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი კრიტიკოსები, ლიტერატურათ მცოდნეები, კულტუროლოგები, მთარგმნელები და მწერლები ილია ჭავჭავაძის სახლ მუზეუმში პოეტ დათო მაღრაძეს შეხვდნენ. შედგა საინტერესო საღამო, რომლის დროსაც პრისტონის, ტოკიოს, დელის და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა პოეტი მისი შემოქმედების წარსადგენად თავიანთ სასწავლებლებში მიიპატიჟეს. კონგრესი ხვალ, 25 ივლისს იხსნება და იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ტარდება.
