ქობულეთის ახალი ბულვარი გაიხსნა
პრემიერ მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში ახალი ბულვარის რეაბილიტაცია კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. მოეწყო დასასვენებელი სივრცეები, ველო ბილიკი. საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები. საბავშვო გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, ხოლო სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები.
