რეკომენდაციების შესრულების ორი გეგმა
ევრო საბჭოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პარალელურად, ხვალიდან რადიკალური ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმუშავებს, სადაც ნაციონალური მოძრაობა, პარტია ლელო და სტრატეგია აღმაშენებელიაა გაერთიანებული. ოპოზიციური პარტიები კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტების ინიცირებასაც აანონსებენ. სახელისუფლებო გუნდში, კი ოპონენტების სტრატეგიას კლავ ოპოზიციური პარტიების ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.
