21-ე შერეული ჯავშან სატანკო ბატალიონის სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა
წვრთნების დასკვნით ფაზას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. გეგმიური საველე წვრთნები ორი კვირის განმავლობაში ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობდა.
