მოსამართლის განცხადება და გამოხმაურებები
ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ისევ ელოდება ამერიკის საელჩოსგან პასუხს ნიშნავს თუ არა მისი ამერიკაში ვიზიტიდან ჩახსნა სანქციას? კითხვა ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტშიც დავსვით, თუმცა პასუხი ისევ არ ჩანს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესა საელჩოს თანამშრომელ კევინ ბურკს შორის გამართულმა შეხვედრამ კი ქვეყანაში მსჯელობისთვის ახალი თემა შემოიტანა როგორ შეიძლევა მოსამართლეთა მეტად დაცვა გარე ჩარევისგან. პრობლემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ალაპარაკდნენ.
