ომი უკრაინაში
რუსეთი პირობას ისევ არღვევს. სტამბოლში გაფორმებული შეთნემებიდან 23 საათზე ნაკლებ დროში საოკუპოაციო ძალებმა სარაკეტო იერიში ოდესის პორტზე მიიტანეს, სადაც უკრაინული საექპორტო მარცვლეული ინახებოდა. არადა, მოსკოვმა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინული პორტების განბლოკვასთან ერთად, ხელი მოაწერა პირობას, რომ პორტზე და ხომალდებზე იერიშს არ მიიტანდა. კიევი რუსეთის პასუხისგებლობას ითხოვს. რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდის მოწყობაში სამხილებს აგროვებენ ხარკოვშიც. ოკუპანტების აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე უკვე 150-ე დღეა გრძელდება და უმეტეს შემთხვევაში იერიშები ისევ დასახლებული პუნქტების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს რუსეთის შესაკავებლად დახმარების გაძლიერების აუცილებლაზე ისევ მიუთითებს.
