რეკომენდაციების შესრულების ორი გეგმა
სულ რამდენიმე დღის წინ სტუმრად მყოფმა ევროპარლამენტარებმა ერთად და ცალ-ცალკე, გაკვირითაც და დამარცვლითაც განმარტეს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მხოლოდ ერთად მუშაობაა საჭირო. თუკი სტუმრების წასვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს გავეცნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მხოლოდ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა გაიგო ერთად მუშაობა, პარალელური ჯგუფების შექმნად. სწორედ ასე მიუდგა საკითხს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც აცახდებს, რომ სექტემბრისთვის ალტერნატიულ გეგმას შეიმუშავებს და საზოგადოებას წარუდგენს. ამასობაში ხელისუფლება და ოპოზიციის მეორე ნაწილი კომისიებში მუშაობას განაგრძობს. მმართველი პარტია კარს კვლავ ღიად ტოვებს და ოპონენტებს მოუწოდებს, ალტერნატიულის ნაცვლად უალტერნატივო გეგმას შეუერთდნენ. ლევან მორჩიაშვილი გვიამბობს ამ თემაზე.
