თბილისის საკრებულოს პროექტი ,,კინო ყველგან’’ დაიწყო
თბილისის საკრებულოს პროექტი ,,კინო ყველგან’’ დაიწყო. პროექტის ინიციატორი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თინათინ ნიბლოშვილიია. პროექტის მიზანია ღია კინო ჩვენებების დავიწყებული ტრადიციის აღდგენა და დედაქალაქის ყველა უბანში კულტურული ცხოვრებისთვის ხელშეწყობა. პირველი ჩვენება გლდანის რაიონში მდებარე სკვერში ლევან კოღუაშვილის ფილმით ,,შემთხვევითი პაემნები'' გაიმართა.
