ერისთავის სახელობის თეატრში ლიტერატურული კონკურსის ,,მაჩაბელის“ საზეიმო დახურვა გაიმართა
ერისთავის სახელობის თეატრში ლიტერატურული კონკურსის ,,მაჩაბელის“ საზეიმო დახურვა გაიმართა. პრემია „მაჩაბელი“ 4 ნომინაციაში გაიცა. კონკურსი უკვე მეორედ ტარდება. მისი ოფიციალური პარტნიორია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან არსებული გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე, დამფუძნებელი კი უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილია.️
