„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მეორე დღე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მსჯელობას დაეთმო. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ყურადღება თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციასა და ეროვნული წინააღმდეგობის კონცეფციის შესახებ გაამახვილა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, კი თავდაცვის ძალების საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ასევე კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
