რეკომენდაციების შესრულების ორი გეგმა
ქუჩის პროტესტი და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. ეს ოპოზიციის ნაწილის საბოლოო მიზანია. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ამბობს, რომ პროცესები ამ სცენარით იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ მმართველი გუნდი მათ საკანონმდებლო ინიციატივებს მხარს არ დაუჭერს. საუბარია ევროპულ რეკომენდაციებზე, რომელზეც ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი, არა სამთავრობოების ნაწილთან ერთად, ალტერნატიულ ფორმატში მუშაობენ. პარალელურად პარლამენტში ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია. სამუშაო პროცესში ჩართულია ყველა, გარდა ამ სამი პარტიისა. ამ დრომდე არცერთი მათგანი ევრო პარლამენტარების მოწოდებას არ ითვალისწინებს.
