საქართველო - ნიდერლანდები 67-53
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს. ფლეი ოფს მიღმა დარჩენის შემდეგ ჩვენი ქვეყნის გუნდმა პირველი შეხვედრა ნიდერლანდებთან ჩაატარა და დიდი ანგარიშით 67-53 გაიმარჯვა. ჩვენი გუნდი დღეს ირლანდიას შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი კოსოვო უნგრეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.