რუსთავში, ცნობილი მოგზაურის, გინესის რეკორდსმენის და ველო მრბოლელის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველო მსვლელობა გაიმართა
რუსთავში, ცნობილი მოგზაურის, გინესის რეკორდსმენის და ველო მრბოლელის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველო მსვლელობა გაიმართა. მოგვიანებით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრი ამირან ჯანჯღავა, ველო მრბოლელებს შეხვდნენ და ქალაქში ველო სპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ღონისძიება ჯუმბერ ლეჟავას ცხოვრების ამსსხველი დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდა. ჯუმბერ ლეჟავამ მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურობა, 29 წლის წინ, სწორედ რუსთავიდან დაიწყო.
