სტუდენტური პროექტების გამარჯვებულები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული პროექტის „ლიტ ჰაიკერი“ და ლიტერატურაში შემოქმედებითი კურსის „წერის არქიტექტურა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სტუდენტური პროექტები რამდენიმე წელია ხორციელდება და მასში მონაწილეობა თესეუს გარდა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც შეუძლიათ. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულებს უნივერსიტეტის სერტიფიკატები და სპეცილური საჩუქრები გადაეცათ.
