საქართველოს მელიორაციამ გორის მუნიციპალიტეტში, მექანიკური სარწყავი სისტემის ავარიული სამუშაოები დაასრულა
საქართველოს მელიორაციამ გორის მუნიციპალიტეტში, მექანიკური სარწყავი სისტემის ავარიული სამუშაოები დაასრულა. არბოს სატუმბი სადგური სრული დატვირთვით მუშაობს და სოფელ არბოს, ქორდისა და დიცის სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობებს სარწყავი წყალი სტაბილურად მიეწოდება. ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლამ სოფელ დიცში, სარწყავი წყლის მიწოდება შეაფერხა. ამ დროისთვის შეფერხება სრულად აღმოფხვრილია.
