თეა წულუკიანი ბოჭორმის ციხე კომპლექსის მდგომარეობას გაეცნო
თეა წულუკიანი ბოჭორმის ციხე კომპლექსის მდგომარეობას გაეცნო. მინისტრმა დეტალურად მიიღო ინფორმაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ციხის და წმინდა გიორგის ეკლესიის მძიმე მდგომარეობის შესახებ. შედგა შეთანხმება, რომ ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბოჭორმის ციხე კომპლექსის შესანარჩუნებლად, რამდენიმე წელზე გათვლილი, ჯერ საკონსერვაციო, ხოლო შემდგომ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული.
