შეხვედრა პატრიარქთან
საპატრიარქოში, ამიერ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თამჯდომარესა და კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობას. ილია მეორემ მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, “მეგობრობის ორდენით” დააჯიდლოვა. შეხვედრაზე, მეუფე შიომ დააყენა საკითხი აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის, საქართველოს ეკლესიის ეპარქია გაიხსნას. ასევე ისაუბრეს დავით გარეჯის თემაზეც.
