კონცერტი დასავლეთ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში
ჯგუფი „ეგარი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტს ესტუმრა და მოსახლეობისთვის კონცერტები გამართა. პროექტი „ჩემი საქართველო „ეგარი“ კულტურის სამინისტროს ფინანსურის მხარდაჭერით შედგა. მუსიკოსებმა ტრადიციული პროგრამა საკონცერტო დარბაზებსა და სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეებში წარმოადგინეს. კონცერტებს ადგილობრივების გარდა, უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ.
