საინჟინრო გვარეობის დღე
საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს. საინჟინრო ქვედანაყოფების სწავლება „დასავლეთის ზღუდე“ 2022“ საჩვენებელი წვრთნებით დასრულდა. სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლებაში დასავლეთის სარდლობის საინჟინრო ქვედანაყოფებთან ერთად, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონიც მონაწილეობდა.
