შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, ორ მილიონ ნახევარ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, ორ მილიონ ნახევარ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქო აქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივ მოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.
