ბორელის განცხადება
სტამბოლში გამოფორმებული დოკუმენტის მიხედვით, უკრაინული მხარის კონტროლის ქვეშ რჩება ოდესის, ჩერნო მორსკისა და იუჟნის პორტები, რომელთა მეშვეობითაც მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდება. რუსეთი იღებს ვალდებულებას, არ დაესხას თავს პორტებს და ხომალდებს. თურქეთი გაეროს მხარდაჭერით უზრუნველყოფს ხომალდების შემოწმებას, რათა არ მოხდეს მათი საშუალებით იარაღის ტრანსპორტირება.
