პრემიერი ჩინეთისა და თურქეთის ახალ ელჩებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მას წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრი დღესვე თურქეთის ახალ ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.
