პრემიერ-მინისტრი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა
მხარეებმა საქართველო აზერბაიჯანის მეგობრობაზე გაამხვილეს ყურადღება. ალაჰშუქურ ფაშაზადემ ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორი ქვეყნის ურთიერთობებში მიუძღვის . შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, მუსლიმი თემის მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება.
