კონფერენს ლიგა
გუშინ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. „საბურთალომ“ „დინამო არენაზე“ რუმინეთის „სტიაუას“ უმასპინძლა და მეტოქე 1-0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი 41-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონს, „დინამო ბათუმი“ სტუმრად პოლონეთის „ლეხთან“ დიდი სხვაობით, 0-5 დამარცხდა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები 28 ივლისს გაიმართება.
