რობერტო ბენინის „ცხოვრება მშვენიერია“ ქართულ სცენაზე გათამაშდება
რობერტო ბენინის „ცხოვრება მშვენიერია“ ქართულ სცენაზე გათამაშდება. ხელოვნებაში ინკლუზიურობის მხარდასაჭერად, ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ და “ინტეგრირებული თეატრი - აზდაკის ბაღი“, სპექტაკლს რობერტო ბენინის 70 წლის იუბილეს მიუძღვნის. იტალიის საელჩოს მხარდაჭრით, სპექტაკლის ჩვენება იტალიაშიც შედგება. მომავალ წელს კი, საქართველოში ოსკაროსანი მსახიობის, რეჟისორისა და სცენარისტის სტუმრობაც იგეგმება. „ცხოვრება მშვენიერიას“ ქართული პრემიერა, 27 ოქტომბერს, ახალ თეატრში შედგება.

სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები