ევროპასა და ამერიკის ტეხასის შტატში მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერების ლოკალიზებასა და ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ
ევროპასა და ამერიკის ტეხასის შტატში მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერების ლოკალიზებასა და ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. საბერძნეთში, სლოვენიასა და ესპანეთში მოსახლეობის ნაწილი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. მეხანძრე მაშველებს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯარისკაცებთან ერთად, მოხალისეებიც ეხმარებიან.
