ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია რუსეთისთვის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო აგარაკის, ბიჭვინთის გადაცემას აპროტესტებს
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია რუსეთისთვის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო აგარაკის, ბიჭვინთის გადაცემას აპროტესტებს. ამ საკითხის გამო, დეფაქტო პრეზიდენტის საზოგადოებასთან შეხვედრა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასლან ბჟანიას შეხვედრის ნაადრევად დატოვება მოუხდა.
