უკრაინელი ბავშვები ზაფხულის სეზონზე აჭარაში დაისვენებენ
მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობით უკრაინელი ბავშვები ზაფხულის სეზონზე აჭარაში დაისვენებენ. უკრაინელების ჯგუფი, მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები აჭარას, დღეს ესტუმრნენ. სტუმრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი დახვდნენ. პატარებს გასართობი პროგრამით საყვარელი ანიმაციური პერსონაჟები შეეგებნენ. უკრაინელი ბავშვები ერთთვიან გამაჯანსაღებელ და დასვენების კურსს გონიოში გაატარებენ. ჯგუფის საქართველოში მგზავრობას და დასვენებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
