ამ წუთებში, იწყება პრემიერისა და საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარების შეხვედრა
აუდიენციას, საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება. აქ საუბრის მთავარი თემა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესი იქნება. ევროპელი დეპუტატები, დღესვე პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს შეხვდებიან. სახელისუფლებო გუნდის ლიდერებსა და ევროპარლამენტარების შეხვედრასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინი აქვს. მათი თქმით, ურთიერთკომუნიკაციით, ევროინტეგზაზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.
