ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი 23 ივლისს გაიხსნება
ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი 23 ივლისს გაიხსნება. დეტალებზე ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ ისაუბრა. თქვა, რომ თემატიკა მრავალფეროვანია, მონაწილეობას კი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ. ფესტივალი წელს საქველმოქმედოა, შემოსული თანხა ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს სრულად მოხმარდება. სწორედ ამ ფესტივალის დამსახურებაა, რომ 2021 წელს ბათუმი იუნესკოს კრეატიული ქალაქების ნუსხაში მოხვდა.
