რუსთავში, საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის“ სტადიონის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს
რუსთავში, საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის“ სტადიონის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია სტადიონის სასტუმრო კომპლექსსა და სასადილოს უტარდება. პარალელურად, საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტთან ერთად, კლუბის და ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმაზეც მუშაობენ.
