დინამო თბილისის პრეზიდენტმა, კლუბის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო
დინამო თბილისის პრეზიდენტმა, კლუბის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. რომან ფიფიამ განცხადება გამოაქვეყნა. ფიფია წერს, რომ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სჯერა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია და ამ ეტაპზე, მისი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიაჩნია. მოლაპარაკებები ინვესტორებთან უკვე მიმდინარეობს.
