რუსეთმა ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლა
რუსეთმა ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლა. საუბარია გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკად ერთზე, რომელიც 10 დღის განმავლობაში, ტექნიკური სამუშაოების გამო გაჩერებული იყო. არსებობდა ვარაუდი, რომ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი გაზის მიწოდებას აღარ განაახლებდა.
