აშშ-ის 2023 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი
ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ, ორპარტიული მხარდაჭერით ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა, რომელიც 2023 ფისკალური წლისთვის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ღირებული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და ნატოს ასპირანტი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად მიისწრაფვის საერთო ღირებულებებისა და ინტერესების განმტკიცებისკენ. აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
