ევროპარლამენტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
ევროპარლამენტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ისინი სოფელ ოძისში ჩავიდნენ. ევროდეპუტატებს ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ცხინვალში არსებული ვითარება ადგილზე გააცნეს. ოძისში ევროპარლამენტარები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
