რადიკალური ოპოზიცია ევროპარლამენტარების მოწოდებას არ ითვალისიწინებს
რადიკალური ოპოზიცია ევროპარლამენტარების მოწოდებას არ ითვალისიწინებს. დახურულ შეხვედრაზე ხელისუფლების ოპონენტებს პირდაპირ უთხრეს, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში უნდა ჩაერთონ. ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი სწორედ ერთად მუშაობას უკავშირდება. ამბობენ, რომ ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რეკომენდაციების შესრულების დროა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ განსხვავებული მოსაზრებები გვერდით უნდა გადადოს.
