პროექტი, სახელწოდებით „ნორჩი ფეხბურთელები“ მიმდინარეობს
პროექტი, სახელწოდებით „ნორჩი ფეხბურთელები“ მიმდინარეობს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა. ისინი 10 დღის განმავლობაში აკადემია რუხში საზაფხულო სპორტულ შეკრებაში მონაწილეობდნენ. საფეხბურთო წვრთნას კვალიფიციური სპეციალისტები უტარებდნენ. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სპორტსმენებს მრავალპროფილური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში მოზარდებმა საქართველოს რამდენიმე კუთხე და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
