პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე აღდგენილია პარკთან დამაკავშირებელი ხიდი, დაიგო ქვაფენილი, მოეწყო სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია და ბავშვთა გასართობი კუთხე. ამ ეტაპზე კი გამწვანებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები ტარდება. განახლდება ღია სცენა და მაყურებლების სივრცე.